ფინანსური ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი Spribe Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
შპს “Spribe Georgia” - SPRIBE-ის შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა ტიპის ფინანსური და მენეჯერული ანგარიშების შემუშავება/მომზადება/წარდგენაში მონაწილების მიღება. 
  • ფულადი ნაკადების დაგეგმვა და მართვა;
  • ორგანიზაციის პირველადი საფინანსო დოკუმენტების მომზადება;
  • გადარიცხვების წარმოება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • მარაგების და ძირითადი საშუალებების შესყიდვის პროცესის მართვა და კონტროლი;
  • კომპანიის წლიური ბიუჯეტის შედგენასა და მისი ფაქტიური შესრულების კონტროლის პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიის მოგება ზარალის და ყოველთვიური კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენის პროცესში ჩართულობა;
  • ფინანსური სამსახურის ასისტირება სხვადასხვა ფინანსურ საკითხებში

აუცილებელი მოთოვნები და უნარჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების სფეროში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს და მეგობრულ კოლექტივს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ანაზღაურებას 2000 – 2500 ლარი;

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: jobs-recruitment-georgia@spribe.co და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
Spribe Georgia - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.