HR მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სამი ძმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
კომპანია “სამი ძმა” 2010 წელს დაარსდა და დღემდე, სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო, აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს - მასალებს, რაც მთავარია ყველაზე დაბალ ფასად.ამ ეტაპზე კომპანია ,,სამი ძმა,,  თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და  ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება . კომპანიაში დასაქმებულია პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

კომპანია "სამი ძმა"აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე


ძირითადი მოვალობები:
  • HR პროცედურების და პოლიტიკის მართვა;
  • ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება,შესაბამისი კანდიდატების მოძიება და შერჩევის პროცესის მართვა;
  • თანამშრომელთა აყვანის, დანიშვნის,როტაციის და კონტრაქტის შეწყვეტის პროცესების მართვა,
  • თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვა,პერსონალისთვის ტრენინგების დაგეგმვა;
  • სახელფასო კვლევის წარმოება;
  • კომპანიაში არსებული სტრუქტურული ერთეულების ფნქციური აღწერა,თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა;
  • სამოტივაციო სქემის შემუშავება;
  • კომპანიის შინაგანაწესის განხორციელების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • ენები: ინგლისური,რუსული;

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • საქმის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე info@samidzma.ge (სასურველია ფოტოსურათით) ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

მაღაზიათა ქსელი "სამი ძმა" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.