კვების პროდუქტების იმპორტიორი/სადისტრიბუციო კომპანია იბერია პროდაქტი (+ ფართების იჯარა) აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე ტექნიკისა და კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი, კომუნიკაბელურობა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
მოვალეობები:
- საბუღალტრო აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
- საბუღალტრო-საფინანსო ფორმების მომსახურება ელექტრონული ვერსიით;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ყოველთვიური, წლიური, კვარტალური ანგარიშების მომზადება დადგენილ ვადებში;
- ყველა სხვა საბუღალტრო ოპერაციის შესრულება და დოკუმენტის მომზადება რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.
შრომითი ანაზღაურება -1700 ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი მისამართზე: gtc@dsl.ge