Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
Nexia TA აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე კონტრჰაგენტი კომპანიისათვის.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
- კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
- მასალების მოძრაობის კონტროლი;
- ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
- კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია;
- ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
- ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
- წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
- საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საგასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".