კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას კომერციულ დეპარტამენტში, 1C პროგრამის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ცნობილია, როგორც ERP სისტემები) პროვაიდერს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი - 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.1soft.ge
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა სატელეფონო კომუნიკაციით
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
- პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური სატელეფონო მოლაპარაკების წარმოება
- პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
- კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების მიწოდება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
- პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
- კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
- შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით)
- გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
- რუსული ან/და ინგლისური ენების კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 4 საათიანი სამუშაო დღე (10:00-14:00 ან 14:00 – 18:00)
- ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება - 500 ლარი
დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე info@1soft.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 1C Accounting კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
გისურვებთ წარმატებას!