გაყიდვების მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ქონქრით ქლაბ
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club” წარმოადგენს სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიას. 

შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე: 
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი) 
სამუშაო ადგილი: ქუთაისი 
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება  
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება) 
  • მართვის მოწმობა B კატეგორია 
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint) 
  • დახასიათება/რეკომენდაცია წინა სამსახურიდან 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • პუნქტუალური 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი 
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიაში არსებული მასალების შესწავლა 
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, საჭიროებების შესწავლა და მოლაპარაკებების წარმოება 
  • მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება 
  • მომხმარებლებისათვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება 
  • ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი 
  • გაყიდვების დაგეგმარება და რეპორტინგი  
  • ხელმძღვანელის სხვა სამუშაო დავალებების შესრულება 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club”-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე. 
 
 
გისურვებთ წარმატებას! 
გაგზავნე CV