ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი Max Comfort
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1300
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია "მაქს კომფორტი " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე. 
 
საქმიანობა: გათბობა-კონდიცირება, ცხელი წყლის სისტემების იმპორტი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა. 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. 
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 
ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 18:00 სთ 
თვეში- 2 შაბათი : 10:00 -18:00 სთ.  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ბუღალტრული ოპერაციების გატარება პროგრამაში; 
  • პირველადი ბუღალტრული  დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება/დაარქივება; 
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი/შედარების აქტების გაფორმება; 
  • კლიენტებთან წინასწარ განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ხელშეკრულებების გაფორმება; 
  • კლიენტის კონსიგნაციების და ლიმიტების კონტროლი; 
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება; 
   
 აუცილებელი მოთხოვნები:  
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  2 წლიანი გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა; 
  • საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება; 
 
 პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
ანაზღაურება: 1000 -1300 ლარი. (გამოდილების შესაბამისად)  

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე  hr@maxcomfort.ge   გთხოვთ, გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი". 
 გისურვებთ წარმატებას!