გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჰორეკა დელივერი
ხელფასი: 1000 - 1300 +ბონუსი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია  ,,ჰორეკა დელივერი“  აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.  

მდებარეობა: თბილისი  

სამუშაო გრაფიკი სრული  

განათლება: უმაღლესი  

ხელფასი:  1000-1300 ლარი  + ბონუსი  

   

მოთხოვნები:  

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2  წლიანი მუშაობის გამოცდილება;  
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;  
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;  
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ფლობა. 

  

ფუნქციები და მოვალეობები:  

  • გაყიდვების გეგმის შემუშავება;  
  • გაყიდვების არხების/ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.  
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება;  
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;  
  • ხელშეკრულებების დადება მომხმარებლებთან;  
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;  
  • არსებული მომხმარებლებისათვის სიახლეების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;  
  • მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;  
  • შესრულებული დავალებების შესახებ რეპორტის მომზადება;  
  • დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და საჭირო ღონისძიებების გატარება;  

   

უნარ-ჩვევები:  

  • კომუნიკაბელურობა;  
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;  
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;  
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.  

   

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: horecadelivery2009@gmail.com   

და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება   ,, გაყიდვების მენეჯერი“.  

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.