ფინანსური სამსახურის უფროსის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი AS Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
კომპანია „ას ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სამსახურის უფროსის თანაშემწეს თანამდებობაზე
 
ფუნქცია მოვალეობები:
  • მონაცემთა შეგროვება და დამუშავება სხვადასხვა ანგარიშების მოსამზადებლად;
  • ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
  • ინფორმაციის ფორმირება და მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად;
  • ოპერატიული მენეჯმენტის ანგარიშების მომზადება სხვადასხვა მიზნებისთვის;
  • ბუღალტერიასთან კოორდინაცია მენეჯმენტის აღრიცხვაში ოპერაციების ასახვის სისრულის, დროულობისა და სანდოობის საკითხებზე;
  • 1C-ში აღრიცხვის პროცესების ავტომატიზაცია.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების განხრით;
  • კომერციული ორგანიზაციების ფინანსებში/ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება;
  • Excel და MS Office-ის კარგად ცოდნა;
  • ციფრებთან მუშაობის, ინფორმაციის სტრუქტურირების და ანალიზის უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა (სავალდებულო);
  • 1C პროგრამის ცოდნა. 

პიროვული უნარ ჩვევები:
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
 
სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე 
  • ანაზღაურება: 1000 ლარი
  • ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@asgeorgia.ge  და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ,,ფინანსური სამსახურის უფროსის თანაშემწე“.