ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ვიონი საქართველო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი კომპანია „ვიონი საქართველო“, საქართველოს ბაზარზე „ბილაინის“ ბრენდით 2007 წლიდან ოპერირებს.  „ვიონი საქართველო“ სრულად ქართული კომპანიაა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებითა და გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტებზე დაფუძნებული ბიზნეს პროცესებით. კომპანია სადღეისოდ ემსახურება 1.4 მლნ მომხმარებელს, უზრუნველყოფს რა მათ, 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz უსადენო კავშირით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:

„ვიონი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია 
  • საბუღალტრო გატარებების წარმოება IFRS სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ადგილობრივი და უცხოური შესყიდვების/მომსახურებების/იჯარების/ კომუნალური ხარჯების დარიცხვა, დღგ-ს ფაქტურების და ა.შ. გატარება პროგრამაში და შესაბამისი კრედიტორული დავალიანებების კონტროლი
  • ERP სისტემაში  SAP S/4HANA  ანალიტიკური მუხლების კონტროლი, თვის დახურვის პროცესში რეგლამენტის შესაბამის პროცედურებში მონაწილეობა, SAP S/4HANA-ში აღრიცხული მონაცემების კონკრეტული მიმართულებების ოპერაციების კონტროლი
  • საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება
  • ხელშეკრულებებზე მუშაობა ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
  • კრედიტორებთან რეგულარული კომუნიკაცია მონაცემების შესადარებლად

თუ შენ:
  • გაქვს მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით
  • სავალდებულოა ERP სისტემაში  SAP S/4HANA  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • გაქვს უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ბუღალტერიის მიმართულებით
  • გაქვს საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • გაქვს Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, ასევე შეგიძლია ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია
  • გაქვს RS.ge-ში მუშაობის გამოცდილება
  • გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული 
  • გაქვს ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა და გაქვს გადაწყვეტილებების სწრაფი მიღების უნარი,
  • და გსურს დინამიკურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით. რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო „ვიონი საქართველოს“ თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორობაზე ორიენტირებული და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე