მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი DK Accounting Company
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი

DK accounting company აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ბუღალტრული მომსახურება და საგადასახადო კონსულტაციები.


მთავარი ბუღალტერი

  • სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად, კონტროლი მის შესრულებაზე;
  • კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • მიღებული პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება და განაწილება,  კონტროლი პირველადი დოკუმენტების  საბუღალტრო პროგრამაში სწორ ასახვაზე;
  • შესაძლო საგადასახადო რისკების ინდეტიფიცირება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება;
  • ურთიერთობა ბანკებთან, ინტერნეტ-ბანკით  გადარიცხვების წარმოება;
  • აუდიტორებისათვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;
  • ბუღალტრული შედარების წარმოება მომწოდებლებთან და მყიდველებთან;
  • დებიტორ/კრედიტორების ნაშთების კონრტოლი;
  • ფინანსური ანაგრიშგების მოსამზადებლად საბოლოო მონაცემების წარდგენა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში; 
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში მონაწილება;
  • შიდა კონტროლის სისტემის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება; 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით)
  • 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება  შესაბამისი პროფილით
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა
  • საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა
  • საბუღალტრო პროგრამების პრაქტიკული ცოდნა;   Balance; FINA (პრიორიტეტულია „Balance“-ის ცოდნა)
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა 
  • Excel-ში ანალიტიკური ცხრილების მომზადების  უნარი 
  • ორგანიზების, დაგეგმვის და მონიტორინგის უნარი
  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების


ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მზარდ ანაზღაურებას.


მდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა, ბეჟან კალანდაძის N3

გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით (გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე, მინიმალური ხელფასი 1500 ლარი ხელზე ასაღები)


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე gkarelidze@dkaccounting.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.