ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმროების ქსელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
ადგილმდებარეობა: თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული  
სასტუმროების ქსელი  აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის  პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ორგანიზება გაუწიოს კომპანიის სამეურნეო-ფინანსური საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას 
  • უზრუნველყოს კომპანიისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების რაციონალური ორგანიზება 
  • მოამზადოს და დროულად წარადგინოს სრული და სარწმუნო საბუღალტრო ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, მისი ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ 
  • ორგანიზება გაუწიოს ქონებრივი ვალდებულებისა და ფულადი სახსრების აღრიცხვას 
  • დროულად ასახოს საბუღალტრო ოპერაციები ანგარიშებში 
  • უზრუნველყოს დოკუმენტების გაფორმების კანონიერება, დროულობა და სისწორე 
  • მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება 
  • მოამზადოს ყოველთვიური ხელფასების ანგარიში 
  • უზრუნველყოს გადასახადების, მოსასკრებლებისა და სადაზღვევო შესატანების სწორად დარიცხვა და გადარიცხვა ბიუჯეტში, სახელმწიფო არასაბიუჯეტო სოციალურ ფონდებში, საბანკო დაწესებულებებში  
  • მეთოდური დახმარება გაუწიოს კომპანიის ქვედანაყოფების თანამშრომლებს საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ მასალების გაფორმებაში, ანგარიშების, ეკონომიკური ანალიზის საკითხებში 
  • ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს მათი პასუხისმგებლობის ქვეშ დაცული ფასეულობების აღრიცხვის საკითხებში 
  • პასუხისმგებელია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მის მიერ განახორციელებულ ქმედებებზე, ასევე ხელმოწერილი და დადასტურებული დოკუმენტაციის სისწორეზე 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი  განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; სასტუმროს სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება: აუცილებელი პროგრამების ცოდნა: FINA, ORIS 
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა 
  • ფინანსური ანგარიშებისა და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების სიღრმისეულად ცოდნა 
  • ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება 
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა 
  • საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება 
 
პიროვნული უნარები: 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი 
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი 
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი  
 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: kikodze.sofiko@gmail.com 
 გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.