სტაჟირების პროგრამა - მოგზაურობა მედიკში

თბილისი სტაჟირება თბილისი მედიკ
მივლინება: არა
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
კომპანია  „თბილისი  მედიკ“  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას - მოგზაურობა მედიკში.
  
თბილისი მედიკი მე-13 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.   
კომპანიის განაცხადია : „ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში“.  ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 4 მაღაზიით (2 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი).  ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.   
  
პროგრამის მიზანი:
  • შესაძლებლობა ყველას, გამოსცადოთ თქვენი შესაძლებლობები კომპანიაში არსებულ ყველა დეპარტამენტში.  
  • გაიცნოთ თბილისი მედიკის გუნდი, რომელთან ერთადაც სამომავლოდ შეძლებთ გრძელვადიანად თანამშრომლობას. 
  
ჩვენ არ გეძებთ შენ მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენ გვინდა დავინახოთ შენი უნარები , გამბედაობა და სურვილი. თუ გაქვთ სურვილი იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად, გამოსცადოთ საკუთარი თავი, მიიღოთ პრაქტიკა, იმუშაოთ უთბილეს ადამიანებთან ერთად, მაშინ გელოდებით. 
შეავსეთ ბმული: https://docs.google.com/forms/d/1JV_kzInztIwuOxAMyYh0Hg9pz1oB6uaux2LU6ZUcZCw/edit 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე