თანამშრომლების შერჩევის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.  
“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით; 
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა. 
ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 300 ფილიალზე  მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.    
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას თანამშრომლების შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მის შესაბამისად ვაკანსიის განცხადების შემუშავება. 
  • თანამდებობის სპეციფიკის მიხედვით ვაკანსიის სხვადასხვა არხების მოძიება და განცხადებების გამოქვეყნება. 
  • შემოსული რეზიუმეების გადახედვა თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. 
  • საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობის სპეციფიკის შესაბამისად საჭირო ტესტირების შემუშავება უშუალო ხელმძღვანელთან ან/და შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად და ჩატარება. 
  • გასაუბრების ორგანიზება და ჩატარება. 
  • შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ადამიანური რესურსების სამსახურის თანამშრომლებისთვის. 
  • კანდიდატებთან უკუკავშირის წარმოება. 
  • თანამშრომლების შერჩევის მიმართულებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა. 
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან ურთიერთობა და სტუდენტების/მოსწავლეების დასაქმების შეთავაზება. 
  • დასაქმების ფორუმებზე მონაწილეობის მიღება. 
 
საკვალიფაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება. 
  • FMCG რითეილის მიმართულებით ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი მუშაობის  გამოცდილება. 
 
ტექნიკური უნარები/ცოდნა :  
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - აუცილებელია (საშუალო დონეზე). 
  • უცხო ენების ცოდნა - სასურველია. 
 
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10სთ-დან 19სთ -მდე. 
ანაზღაურება: ფიქსირებული  +  ჯანმრთელობის დაზღვევა. 
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge , გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
 
„მაგნიტი“  გისურვებთ წარმატებას!