უფროსი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ფიბი სერვისის
მივლინება: არა ხელფასი: 3000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
"PB SERVICES" ეძებს მოტივირებულ უფროს ბუღალტერს.

იდეალური კანდიდატი არის საქმის პროფესიონალი, მაგრამ აქვს მოქნილობა და ღიაობა ცვლილებებისადმი.თუ გსურთ გახდეთ გუნდის წევრი, რომლის მიზანია ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღება ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV.

უფროსი ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
  • გუნდის მართვის გამოცდილება - სასურველია 1 წელი
  • განათლება - ბაკალავრია
  • საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა - კარგად
  • სასურველი ბუღალტრული წიგნები/ კურსები: ACCA - 1-7
  • საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა, უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით
  • IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა
  • რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე
  • ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე
  • ინგლისური ან რუსული B2/C1
  • ბუღალტრული სერვისების აუთსორს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

პასუხისმგებლობები და სამუშაოს აღწერა:
  • კლიენტ კომპანიებზე ბუღალტრული სერვისის წარმატებით წარმართვა; რაიმე პრობლემის ან რისკის დანახვის/ აღმოჩენის შემთხვევაში, მენეჯერთან (საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტის სხვა წევრებთანაც) საკითხის დასმა და მასთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
  • მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდება;
  • მოწესრიგებული, სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • პროგრამაში არა განმეორებადი ინფორმაციების ასახვა/გატარებების გაკეთება, ნაშთების სისწორეზე პასუხისმგებლობა;
  • თვის დახურვის ჩექლისტების შევსება;
  • თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ფინანსური ანგარიშებისთვის;
  • ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზების ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთის უზრუნველყოფა;
  • ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნის თასქის გაკეთება მომხმარებლის სახელზე, აღნიშნული თასქის კონტროლი, შეხსენება;
  • დებიტორებთან და კრედიტორებთან დავალიანების კონტროლი და შედარება
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, გადაგზავნა, აღრიცხვის ბარათის შემოწმება და ამის შესაბამისად მომხმარებლისთვის ბიუჯეტში გადასახდელი თანხის შესახებ სწორი ინფორმირება.
  • რეპორტინგის წარმოება, მენეჯმენტთან, მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
  • სარასის რეპორტების მომზადება, გადაგზავნა (მე-4 კატეგორიაზე);
  • კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
  • დამხმარე ბუღალტრის განვითარებაზე ზრუნვა და მხარდაჭერა;
  • დამხმარე ბუღალტრებისთვის ხარვეზის გამოსწორებისა თუ დედლაინების შესრულების მოთხოვნა;
  • დამხმარე ბუღალტრების მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი და უკუკავშირი
  • საგადასახადო რისკების შეფასება და პროექტის საგადასახადო ნაწილზე პასუხისმგებლობა.
  • საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი
  • სალაროს გონივრული ნაშთის კონტროლი და საჭიროებისას მომხმარებლის ინფორმირება
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი
  • საბაჟო გადასახდელების შემთხვევაში, მომხმარებლის დროული ინფორმირება
  • საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა
  • კლიენტი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება
  • კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული სხვა საქმიანობები
  • კაპიტალისა და სესხის ანგარიშების სწორი აღრიცხვა და კონტროლი.


სამუშაო პირობები:
  • ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ხელფასი: 3000 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: alexandra@pbservices.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.