გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბრიკ საქართველო
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "Brick Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ბრიკი არის მობილური ტელეფონების და სხვადასხვა მოწყობილობების დასატენად შექმნილი powerbank sharing სერვისი, რომელიც დაარსდა 2019 წელს შვედეთში და ახლა იგი საქართველოშია.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
მოქნილი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 25 სამუშაო საათი, შაბათ-კვირა დასვენება.

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გაყიდვების/მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქსირებული + ბონუსი.

ჩვენს გუნდში გელოდებათ მეგობრული გარემო და დაწინაურების პერსპექტივა account manager-ის პოზიციაზე, სამუშაოს დაწყებიდან 3-4 თვეში.
გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: a.silagadze@brickapp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.