ელექტრიკოსი

ბათუმი სრული განაკვეთი აიო
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1500
მართვის მოწმობა: B
ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
კომპანია აიო აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 800 ლარიდან ზევით, გამოცდილების მიხედვით (ხელზე ასაღები) თვეში; (ასევე გამოცდილების მიღებიდან ხელფასის ზრდა 1500 ლარამდე) გამოსაცდელი პერიოდი 10 დღე.

ძირითადი მოვალეობები :
  • კომპანიის კუთვნილი დანადგარების სწორი ექსპლუატაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • არსებული ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტრო სისტემებისა და დანადგარების შესაძლო დაზიანების დროული იდენტიფიცირება და შეკეთება;
  • მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება.
  • საინსტალაციო ინსტრუმენტების (ბურღი, კუთხსახეხი, „ჯეკმეიკერი“ და სხვა) გამოყენების უნარი; კაბელ-არხების, ელექტრო და ქსელის კაბელების ინსტალაცია ვიდეო-კამერების, დაშვების სისტემების ინსტალაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას; 
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • საწვავს და ავტომობილს უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: info@aioconnect.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებუ
ნომერზე: +995 514 00 32 32