მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ლოიალ ფართნერს
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 3000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
ლოიალ ფართნერსი  წარმოადგენს სწრაფად მზარდ ფინანსური მომსახურების კომპანიას, რომელმაც ბაზარზე სწორი პოზიციონერებით, ინოვაციური მიდგომებით და ჰორიზონტალური მენეჯმენტით უმოკლეს დროში დაასაქმა +15 ადამიანი და შეიძინა 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია.
ლოიალ ფართნერს აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:
  • საბუღალტრო გატარებების დარეგისტრირება;
  • საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • საბუღალტრო ბაზის გადამოწმება, გატარებების სისწორის კონტროლი;
  • ფინანსური რეპორტების მომზადება;
  • III და IV კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.
 
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (FINA, Balance, Superfin)
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ACCA ჩაითვლება პრიორიტეტად,
 
პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება ხელზე ასაღები 2500 – 3000 ლარის ფარგლებში და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@loyalpartners.ge განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მთავარი ბუღალტერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.