შემოსავლების აღრიცხვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი VIVO Medical Group
ხელფასი: 800
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), ფინანსები(ზოგადი)

ვივო მედიქალ ჯგუფი  აცხადებს ვაკანსიას  შემოსავლების აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: დიღომი, ჩაჩავას ქ. #1;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-დან 18:30-მდე;

ანაზღაურება: 800 ლარი 


ძირითადი ფუნქციები:

  • შემოსავლების აღრიცხვა.
  • კონტრაგენტებისთვის წარდგენილი ინვოისების ბაზის კონტროლი.
  • ჩარიცხული თანხების კონტროლი.
  • ფინანსური კორექტირებების და ჯარიმების პროგრამული ასახვა.
  • კონტრაგენტისთვის მიცემული ფასდაკლების პროგრამული ასახვა.
  • კონტრაგენტების მოთხოვნა ავანსების კონტროლი.
  • კონტრაგენტისათვის წარსადგენი Case-ების აღრიცხვა.
  • ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მიღება ჩაბარების აქტების აღრიცხვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • ფინანური აღრიცხვის საფუძველების ცოდნა.
  • Excel-ის Advance დონეზე ცოდნა.
  • ზოგად დონეზე სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა.
  • სასურველია ბუღალტრულ პროგრამა Balance-ს ცოდნა.
  • დეტალებზე ორიენტირებულება.
  • დროის მართვის უნარი.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge. და (სათაურის (“subject”) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „შემოსავლების აღრიცხვის სპეციალისტი“


მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!


მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.