ბუღალტერი ჩაქვში

ბათუმი სრული განაკვეთი დრიმლენდ ოაზისი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

"დრიმლენდ ოაზისი" რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ქართული ტურიზმის ბაზარზე, წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. იგი მოიცავს პრემიუმ კლასის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს, რომელიც მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე,

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწვავის მიღება, ყოველდღიური გაცემის და ხარჯვის რეესტრის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
  • საწვავის ჩამოწერის ყოველთვიური რეპორტების მომზადება , პროგრამაში შესაბამისი ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და საბუთების დაარქივება;
  • მიღება-ჩაბარების აქტების მიღება, გადასახადების დაანგარიშება, პროგრამაში შესაბამისი ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და საბუთების დაარქივება;
  • საჭიროების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • საოპერაციო პროგრამიდან ამოღებული რეპორტის შესაბამისად დაქირავებულ პირებზე გასაცემი თანხების სისწორის კონტროლი, პროგრამაში შესაბამისი ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და საბუთების დაარქივება;
  • მიღებული რეპორტის შესაბამისად პროგრამაში დღგ-ს გადახურვების ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
  • მომწოდებლებთან პერიოდული შედარების აქტის გაფორმება და დაარქივება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება,ეკონომიკის,ფინანსების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • MS Office-ის პრაქტიკული ცოდნა
  • FMG ბუღალტრული პროგრამის ცოდნა ( სასურველია)
  • RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,შრომისმოყვარეობა,შედეგზე ორიენტირებული,დაგეგმვის,კონტროლის და ანალიზის უნარი.

შერჩევის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბუღალტერი“
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია“დრიმლენდ ოაზისის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
გისურვებთ წარმატებას!