გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ტრანსპორტერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ტრანსპორტერ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე   ქ.თბილისში: 
ტრანსპორტერ ჯგუფი რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სათავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვ. 
ტრანსპორტერ ჯგუფი ორ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions და Transporter Agro. 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://transporter.com.ge/ 

ძირითადი მოვალეობები: 
  • გაუწიოს კონსულტაცია კომპანიის შოურუმში შემოსულ მომხმარებელს; 
  • იქონიოს კომუნიკაცია კომპანიის, როგორც პოტენციურ, ასევე უკვე ბაზაში არსებულ მომხმარებლებთან; 
  • კარგად იცნობდეს კომპანიის პროდუქციას; 
  • გაყიდოს კომპანიის პროდუქცია და მომსახურება; 
  • აწარმოოს ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; 
  • აწარმოოს პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და ფასდადება; 
  • მოიძიოს/მოიზიდოს მომხმარებლები; 
  • აწარმოოს გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება...); 
  • დაგეგმოს შეკვეთები და გაუწიოს მათ კონტროლი;  
  • მუდმივად იზრუნოს არსებული მომხმარებლებისა მონაცემთა ბაზის განვითარებაზე; 
  • ხელი შეუწყოს კომპანიის გაყიდვების ზრდას; 
  • შეასრულოს ყოველთვიური გაყიდვების გეგმა; 
  • აწარმოოს პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: 
  • განათლება უმაღლესი; 
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება  2 წელი; 
  • უცხო ენების ფლობა აუცილებელია ინგლისური, რუსული; 
  • სასურველია სატრანსპორტო ან მოტო ტექნიკასთან მიახლოებულ სფეროში მუშაობის გამოდილება; 
  • ძირითადი საოფისე პროგრამების ფლობა. 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები; 
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr@transporter.com.ge 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის  ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების მენეჯერი. 

 
ტრანპორტერ  ჯგუფი გისურვებთ წარმატებას!