"PB SERVICES" ეძებს მოტივირებულ ბუღალტერს.
იდეალური კანდიდატი არის საქმის პროფესიონალი, მაგრამ აქვს მოქნილობა და ღიაობა ცვლილებებისადმი.თუ გსურთ გახდეთ გუნდის წევრი, რომლის მიზანია ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღება ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV.
ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
● საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
● საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
● საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
● სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
● სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
● დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
● საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
● სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
● კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
● სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი
● განათლება - ბაკალავრი
● საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა - კარგად
● საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა, უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით
● IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა
● რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე
● ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე
● ბუღალტრული სერვისების აუთსორს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
● სასურველია ბუღალტრული წიგნები/ კურსები: ACCA
პიროვნული თვისებები:
● მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
● ანალიტიკური აზროვნება;
● გუნდური მუშაობის უნარი;
● დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
● ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
● 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი;
● ჯანმრთელობის დაზღვევას;
● Ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ.ფალიაშვილის ქ.26
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: mariam.b@pbservices.ge , სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.