ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი Cenomi Retail
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.  
Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ  შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius,  Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon,  Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას. 
 
კომპანია Cenomi Retail Georgia აცხადებს ვაკანსიას ,,ბუღალტრის’’ პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70, სითი თაუერი. 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - 19:00მდე. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  •  ბუღალტრული ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში(Oracle Fusion). 
  • პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი. ყოველდღიური საბუთებისა, შედარების აქტების (ქართველ და უცხოელ ოპერატორებთან) ანგარიშ- ფაქტურების, მიღება- ჩაბარების აქტების, შესყიდვის და ყველა ხარჯის, აღრიცხვა შენახვა. 
  • სხვადასხვა ანგარიშებზე ბალანსების კონტროლი. რეკონსილაციების შესრულება უფროსი ბუღალტრის მითითებების შესაბამისად. 
  • საბანკო გადარიცხვების შესრულება. შესაბამისი ანგარიშების აღრიცხვა და წარმოება. 
  • ფულადი სახსრების მოძრაობის რეპორტის მომზადება ყოველთვიურად. 
  • საჭიროებისამებრ, სხვადასხვა დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი  ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით. 
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1). 
  • უპირატესობა მიენიჭება ERP სისტემებთან გამოცდილების ქონას. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ანალიტიკური  და კრიტიკული აზროვნება 
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე 
  • დროის მართვის უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს 
  • კორპორატიულ დაზღვევას და მობილურ ტელეფონზე უფასო ლიმიტი 
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას 
 
კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებული გასაუბრებები და ტესტები იწარმოებს სამ ეტაპად: 
  • ზოგადი გასაუბრება. 
  • ბურალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნის გამოცდა. 
  • ტექნიკური უნარების გამოცდა. 
 
ანაზღაურება: 2000 (net) 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV შემდეგ  მისამართზე cvgeo@cenomi.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი