ფინანსისტი

თბილისი სრული განაკვეთი გრანდ ელექტრონიქსი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2500
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 დღე;
ანაზღაურება: 1500-2500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სრული ფინანსური ანალიზი (თვიურად, კვარტლურად);
  • კომპანიის ხარჯების ყოველკვირეული ანალიზი;
  • ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუშაობა;
  • მოგების მაქსიმიზაციაზე მუშაობა;
  • ფინანსური გეგმებისა და საბონუსე სისტემების გამართვა, ფორმირება, ოპტიმიზაცია;
  • შესყიდვების მუშაობის სრული ანალიზი, კონტროლი, მონიტორინგი;
  • პროდუქციის, გაყიდვებისა და მარჟინალობის ანალიზი;
  • ფინანსური კუთხით მომგებიანობის გაზრდისთვის საჭირო KPI-ების გაწერა ყველა დეპარტამენტისთვის, შემდგომი კონტროლი და ფორმირება;
  • ასევე სხვა ფინანსურ/ანალიტიკური საქმიანობები, რომელიც კომპანიას დაეხმარება, როგორც ფინანსურ, ასევე საოპერაციო ჭრილში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ენერგიული და მოტივირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი ;
  • პასუხიმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!