თანამშრომელთა კვების ობიექტის შეფ-მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი ნიკორა
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

 სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა კვების ობიექტის შეფ-მზარეულიპოზიციაზე, აღნიშნული სივრცე უზრუნველყოფს ყველა დასაქმებულის კვებას ცვლებში ორჯერადი კვებით და კვირაში 7 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული სამზარეულოს მართვა და თანამშრომელთა კვების უზრუნველყოფა;
  • მენიუს შედგენა, პერიოდული განახლება და დეგუსტაციების ორგანიზება;
  • კერძების რეცეპტურებისა და კალკულაციების შემუშავება/განახლება;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა, საჭირო ნედლეულის შეკვეთა, მიღება, ყველა აუცილებელი წესის დაცვით დასაწყობება და ხარჯვის კონტროლი;
  • კერძების მომზადების პროცესის მონიტორინგი, პროცესში უშუალო ჩართულობა და მზა საკვების ხარისხის კონტროლი;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა, სამუშაოს გადანაწილება და მისი შესრულების მონიტორინგი;
  • სასადილოში სტანდარტების შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება 3 წლიანი, აქედან 1 წლიანი მენეჯერული გამოცდილება და 1 წლიანი კვებითი ინდუსტრიის მიმართულებით;
  • Microsoft Office (Word - საშუალოდ, Excel - საშუალოდ);

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.