IT სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჩემი ოფისი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს:  https://myo.ge/

„ჩემი ოფისი“-ის გუნდში ვეძებთ, როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ IT სპეციალისტს ქ.თბილისში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და თანამშრომლების მხარდაჭერა კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით;
  • პერიფერიული მოწყობილობების გამართვა და ქსელურად მიერთება (პრინტერი, სკანერი და ა.შ.);
  • მომხმარებლების ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • ობიექტებზე არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და მოწყობილობების ინსტალირება, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განიხილება როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი IT სპეციალისტის კანდიდატურა;
  • ცოდნა აღნიშნული მიმართულებით (შესაძლებელია იყოთ თვითნასწავლიც);
  • ტექნიკური უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პრობლემებში სწრაფად გარკვევა და  დროული აღმოფხვრა;

პიროვნული უნარები:
  • მომხმარებელთან სრულყოფილი კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოტივირებული, პროფესიულად განვითარების სურვილი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - IT სპეციალისტი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.