კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მიფასი
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური, ქართული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
MIFASI 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას იკავებს პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სფეროში. MIFASI კომპანიებს სთავაზობს გახმოვანებისა და განათების სრულ სერვისს, ესენია: გახმოვანების პროექტირება, განათების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება. 
კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი, როგორც საშუალო და მცირე, ასევე მასშტაბური პროექტები. მათ შორისაა 
  • დინამო არენა 
  • ოლიმპიური სასახლე  
  • ქუთაისის ოლიმპიური აუზი. 
აღნიშნულ სამივე პროექტს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს FIBA-სა და FINA-ს სპორტული სტანდარტები. 
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს
ვებ-გვერდს: www.mifasi.ge
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
ამ ეტაპზე, „მიფასის“ გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე პროექტებზე. 

მოვალეობები:
  • პოტენციური  კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური/რუსული  ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; 
  • აუცილებელია გაყიდვების სფეროში გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

ანაზღაურება:
  • ფიქსირებული ხელფასი - დამატებით ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან. 
  • გამოსაცდელი პერიოდი -  3 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  mifasitoday@gmail.com-ზე.  გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.