სამშენებლო საქმისმწარმოებელი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ ეძებს გუნდის წევრს ,,სამშენებლო საქმისმწარმოებლის“ პოზიციაზე.

ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე. კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა. ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში. "ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ) 
ლოკაცია: ბათუმი 
ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
  • წახალისების სისტემა;
  • მართვის საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საჭირო სამუშაოების და ამ სამუშაოების თანმიმდევრობის დაგეგმვის გზით;
  •  დამტკიცებული სამშენებლო გეგმის შესაბამისად, ყველა სამშენებლო აქტივობის კოორდინაცია, მათ შორის დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და რესურსების განაწილების ჩათვლით, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტების დასრულება ვადებში და გამოყოფილ ბიუჯეტში;
  •  სამშენებლო გეგმისა და ბიუჯეტის მიხედვით საჭირო სამშენებლო მუშაკების მოძიება და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მათი საქმიანობის კონტროლი და კოორდინაცია;
  •  სამშენებლო მუშაკთა გუნდის/ქვეკონტრაქტორების ზედამხედველობა და მათთვის მითითებებისა და დავალებების მიცემა, პროექტის გეგმით მოცემულ ვადებში და დაწესებული უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფით შესრულების მიზნით;
  •  სამშენებლო მუშაკთა გუნდის/ქვეკონტრაქტორების რეგულარული ინსპექტირება შესრულების პროგრესის, სამუშაოს ხარისხისა და სამშენებლო კოდების, რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით;
  • მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და შეფერხებების აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით;
  • პროექტის დოკუმენტაციის, გეგმების, ნახაზებისა და სპეციფიკაციების განხილვა და სათანადო ინტერპრეტაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშენებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული დიზაინისა და სხვა მოთხოვნების დაცვა;
  •  საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით [მათ შორის ყოველდღიური ანგარიშები, პროგრესის განახლებები, ცვლილებების ამსახველი და ინციდენტების ჩანაწერები];
  •  კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების დაცვის მუდმივი კონტროლი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს სამუშაო ადგილზე ყველა პერსონალისთვის.
  •  მასალებისა და აღჭურვილობის მართებული მოხმარების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ნარჩენები და გაზარდოთ პროდუქტიულობა;
  •  ნებისმიერი პოტენციური რისკის, ან დაბრკოლებას იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პროექტის ვადებში შესრულებაზე, ბიუჯეტზე ან ხარისხზე, და მათ შესამცირებლად რეკომენდაციების დროული წარდგენა პროექტის მენეჯერთან; ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა მშენებლობის პროცესში ჩართულ მხარეებთან პოზიტიურ სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება, ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, ან მონათესავე დარგში.
  • 2+ წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მართვაში.
  • MS Office (Word, Excel) - დამწყებ დონეზე
  • MS Project - დამწყებ დონეზე
  • Auto Cad, Archi Cad - დამწყებ დონეზე
  • გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • შესანიშნავი ლიდერობის, კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები.
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები.
  • სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა.
  • მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,სამშენებლო საქმისმწარმოებელი“, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!