მშენებლობის ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი Next Door
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
დეველოეპერული კომპანია “Next Door” აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი : სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის მიმართულებით )
  • სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება
  • თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების ცოდნა
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი , დაგეგმის და ორგანიზების უნარი
 
ფუნქცია მოვალეობები :
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი
  • მიმდინარე/შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
  • შესასრულებელი სამუშაოების გეგმების , ნახაზებისა და პროექტების წაკითხვა
  • სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა
  • ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი
  • სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი
  • ფარული სამუშაო წარმოების და მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერა

საჭირო  პიროვნული უნარ-ჩვევები :
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტეპად :
CV-ის განხილვა
გასაუბრება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@nextdoor.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მშენებლობის ზედამხედველი“