ფასადის სამუშაოების ზედამხედველი

ბათუმი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge

„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას ფასადის სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • ფასადის სამუშაოების დეტალური გეგმა გრაფიკის შემუშავება და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის ვადებთან და ეტაპებთან;
  • ფასადის სამუშაოების უწყვეტი ინტეგრაცია პროექტის სხვადასხვა დისციპლინებთან (MEP, Fit‐ Out, Landscaping სამუშაოები);
  • მინის, ფასადის პანელების, მოპირკეთების და მათი არქიტექტურული მახასიათებლების და საპროექტო სპეციფიკაციების შესაბამისობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
  • პროექტის ვადების და სტანდარტების უზრუნველსაყოფად, რეგულარული ინსპექტირების ჩატარება სამუშაოების მიმდინარეობისას;
  • უსაფრთხოების რეგულაციების და პროტოკოლების მონიტორინგი;
  • პროექტის წარმატებით განსახორციელებლად პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან კოორდინაცია, პრობლემების და მათი ეფექტური გადაჭრის გზების შემუშავების მიზნით;
  • შესრულებული სამუშაოების აზომვითი ნახაზების As‐Built მომზადების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების წარმოება.
  • პროექტის მიმდინარეობის დროს რისკების დროული იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციისთვის გეგმის შემუშავება პროექტის მენეჯერთან ერთად.
  • ხარისხის კონტროლის ღონისძიებების გატარება, სამუშაოების მითითებულ სტანდარტებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • შესასრულებელ სამუშაოზე რეკომენდაციების გაცემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება პროექტის მოთხოვნებთან, რეგულაციებთან და საერთაშორისო აღიარებულ პრაქტიკებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო სექტორში  მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება  (ეკონომიური და/ან სამშენებლო -საიჟინრო კუთხით);
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+  ArchiCAD/AutoCAD).

უნარ-ჩვევები:
  • პრეზენტაბელურობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინიციატურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული 
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის  23 მაისამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!