მარკეტინგის მენეჯერი /ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ლოქსიტანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯერი
ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი „L’Occitane“-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიებს მარკეტინგულ განყოფილებაში შემდეგ პოზიციებზე:
მარკეტინგის მენეჯერი - 1 საშტატო ერთეული
ბრენდ მენეჯერი - 1 საშტატო პოზიცია

“L’Occitane en Provence“ მთელს მსოფლიოში 1976 წლიდან 3000-ზე მეტ ყვითელ ბუტიკს აერთიანებს. გვეამაყება, რომ საერთაშორისო ბრენდი არის წარმოდგენილი მსოფლიოს 93 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, საბურთალოს სითი მოლში და გალერია თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • გამოცდილება - სასურველია ბიუთის სფეროში მარკეტინგის განყოფილებაში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • საქმისადმი პასუხისმგებლიანი; პუნქტუალური და აზარტული;
  • დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელების და შეფასების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული; დროის რესურსის ეფექტური მართვა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ორატორული უნარი; პრეზენტაციების გამართვისა და საჯარო გამოსვლების ტექნიკის ცოდნა და გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • ბრენდ სტრატეგიისა და ბიუჯეტირების შემუშავება;
  • ბაზარზე პროდუქციის ცნობადობისა და მასზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
  • ღონისძიებათა და ივენთების განხორციელება;
  • პროდუქტის რეკლამირება და სხვადასხვა პროექტების განხორცილება;
  • გაყიდვების სტიმულირების მიზნით მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება; გაყიდვების პერსონალის კოორდინირება და სამუშაო გეგმის განხორციელების მიზნით გუნდის მოტივირება ;
  • ვებ საიტისა და სოც ქსელების მართვა და პოპულარიზაცია; მჭიდრო კომუნიკაცია კორპორატიულ კლიენტებთან; მედიას წარმომადგენლებთან და სილამაზის სფეროს ცნობილ პირებთან;
  • რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, პრობლემური საკითხების, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

  • ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას და სხვადასხვა ბენეფიტებს.
  • სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, აუზის და ფიტნესის აბონიმენტი და სხვა.
  • სტაბილურ და მუშა გარემოს.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები მისამართზე: vacancy@luxart.ge . არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მარკეტინგის მენეჯერი ან ბრენდ მენეჯერი. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრებები რამდენიმე ეტაპის საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!