მთავარი ბუღალტერი

მცხეთა სრული განაკვეთი ოპ-არტი
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 4000
ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
შპს "ოპ-არტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 სთ;
ანაზღაურება: 3000 -4000 ლარი NET
სამუშაო ადგილი _ ნატახტარი, სოფ. მისაქციელი (საწარმოო უბანი). საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა;
  • ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;

  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და სხვა ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
  • ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
  • წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე საქმის დელეგირება და მათ მიერ შესრულებული საქმის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია საბუღალტრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საწარმოო სფეროში;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამება Balance-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით);
  • ენები: ქართული (მშობლიური), სასურველია ინგლისური (B1) ან რუსული (B1);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა)
  • საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ.

საჭირო უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მათემატიკური აზროვნება;
  • მონაცემთა დამუშავების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარიპასუხისმგებლობა
  • ორგანიზებულობა
  • მოქნილობა და ოპერატიულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კეთილსინდისიერება

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე vacancy@op-art.ge / ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558309300