უფროსი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ნუტრიმაქსი
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 3000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ცილის წარმოებას ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

„ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ფლობა;
  • აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების, მათ შორის, ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია ACCA ან მსგავსი კვალიფიკაციის ფლობა;
  • სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე;

ძირითადი მოვალეობები:
  • მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ყიდვა/ჩამოწერასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, შესაბამისი აქტების მომზადება;
  • წარმოების პროცესების ანალიზი და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საბაჟო დეკლარაციების ასახვა პროგრამულად „ინკოტერმსის“ წესების დაცვით;
  • რეგულარულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
  • თვის დახურვის პროცედურებში მონაწილეობის მიღება;
  • საბანკო გადარიცხვების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
  • შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მიღებული/გაცემული ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება/დადასტურება;
  • დღგ,მოგება,საშემოსავლო, საპენსიო დეკლარაციების მომზადება-წარდგენა;
  • წლიური დეკლარაციების (ქონება, ორმაგი დაბეგვრა(ფორმა1))მომზადება/წარდგენა;
  • წარმომადგენლობითი, სამივლინებო, საიჯარო, კომუნალური, მომსახურებებისა და სხვა ტიპის ხარჯების პროგრამაში დროული ასახვა;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვარტალური და წლიური ფორმების შევსება;
  • შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა, სხვა შიდა კონტროლის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:
  • ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
  • კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ადგილმდებარეობა: ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი: 9:30-17:30, ორშ-პარ;
სახელფასო რეინჯი: 2500 – 3000 ₾ (ხელზე ასარები თანხა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „უფროსი ბუღალტერი
 
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.