მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი გოა კრედიტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი. პეკინის გამზირი 3
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00. შაბათი 10;00- 14:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები,ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა და გადარიცხვების განხორციელება;
  • ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება;
  • საგადახდო დავალებების აღრიცხვა - კოორდინაცია;
  • გარე ფინანსურ აუდიტორებთან ურთიერთობა;
  •  საგადასახადო აუდიტორებთან ურთიერთობა;
  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების მომზადება და მონიტორინგი, ნაშთების კონტროლი;
  • სახელფასო, საბონუსე და სხვა უწყისების, ასევე მივლინების ხარჯების, გადარიცხვების წარმოება და კონტროლი;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;
  • ეროვნულ ბანკში სგს-ს კვარტალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ძალიან კარგი ცოდნა;
  • IFRS-ის მიხედვით ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის გავლის გამოცდილება;
  • სასურველია ქსელურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამები EXSEL ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კარგი წერილობითი კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კოორდინირების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ანაზღაურება შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი გასაუბრებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge . სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.