საწყობის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას  საწყობის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.  

ძირითადი მოვალეობები 
  • საწყობში და საწყობის მიმდებარედ ვიდეოკამერების მონიტორინგი; 
  • არასანქირებული შემთხვევების დაფიქსირება და ჩანაწერის დაარქივება; 
  • დაზაინებული ან გათიშული ვიდეო კამერის დაფიქსირება და შესაბამისი სამსახურის გამოძახება; 
  • ვიდეო კამერების ოპტიმალური დაფარვის კუთხის შერჩევა და ა.შ. 
 
კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია IT მიმართულების გამოცდილება. 
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა,  დაკვირვებულობა 
 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე. 
  • ფოტოსურათი 3X4 1ც. 
  • დიპლომის ასლი 
  • პირადობის მოწმობის ასლი 
 
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; 
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);  
 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.05.2024 წ. 
 
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება 
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.