კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ციტადელი
მივლინება: არა
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოძიება, კორპორატიული კლიენტების ბაზების ფორმირება და გაფართოება;
  • კომპანიაში არსებული სამშენებლო-სარემონტო მასალების შესახებ კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • კორპორატიული კლიენტების მომსახურება და კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
  • მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
  • მათ ბაზაში არსებული კომპანიების სამშენებლო პროექტების ბიუჯეტირება და ბიუჯეტირების შესაბამისად შეთავაზებების გაკეთება კლიენტებისთის;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • დებიტორული დავალიანებების მართვა და კონტროლი;
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!