სამუშაოთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი აი-სი კომპანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
ჩვენს შესახებ,
,,IC company’’ წარმოადგენს კომპანია ,, IC holding”-ის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან პოზიციონირებს. „IC company”-ს ძირითად საქმიანობას ინდუსტრიული მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.
კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ic.ge

„,,IC company’’” ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო აქტებისა და ფორმა 2-ის წარმოება;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
  • შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
  • სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
  • სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინერის საქმიანობის კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
  • მუშა პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნის უწყისების შედგენა და წარდგენა ტექნიკურ დირექტორთან/სამსახურთან;
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
  • პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
  • სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
  • ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
  • სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინერის სფეროსთან დაკავშირებული);
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კუთხით;
  • MS office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:
  • საინტერესო, სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის N133
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 -18:00 (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით;

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: HR@ic.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
IC Company-ს გუნდი გისურვებთ წარმატებას!