მიმღების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი Champions Academy
მივლინება: არა ხელფასი: 900
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
„Champions Academy“ არის სპორტ სპეციფიური ვარჯიშებისა და ფიზიკური განვითარების ცენტრი. გამოირჩევა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალური მომზადების მეთოდებით, თანამედროვე ინვენტარით და პროფესიონალი მწვრთნელებით. კომპანიის მიზანი პროფესიონალი ქართველი სპორტსმენებითვის და არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტის ფიზიკური მომზადების მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებაა.

„ჩემპიონთა აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქციები:
  • დარბაზში მოსული მომხმარებელების მიღება და კოორდინირება;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
  • არსებული მომხმარებლებისთვის სერვისების შეთავაზება;
  • სოციალურ მედიაში მომხმარებლების კოორდინირება;
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
  • ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო 

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (word, excel, powerpoint, outlook) ცოდნა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ ან მომხმარებელთა სარეგისტრაციო (ERM) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
  • ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა (სასაუბრო);

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობა;
  • ლოიალურობა;
  • მაღალი შრომის დისციპლინა; სამუშაო პირობები:
  • საინტერესო და სტაბილური სამსახური;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება - 900 ლარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად მისამართზე: champsacademy26@gmail.com გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შემოგაქვთ საბუთები (მიმღების თანამშრომელი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

აპლიკანტების საყურადღებოდ! გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს