შეფ-მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი ჩემო კარგო
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი
–რესტორანი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ.
„ორიგინალი ჯგუფს“ გააჩნია საქმიანობის 16 წლიანი ისტორია, აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს, რომელიც თბილისის მაშტაბით წარმოდგენილია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ,ასევე ლუდის საწარმოს, ადგილზე მიტანის სერვისს, ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.
სწორედ „ჩემო კარგოს“ - გუნდში ვეძებთ თანაგუნდელს შეფ-მზარეულის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი : თბილისი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას; განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • სამზარეულოს გამართული მუშაობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მარაგების სწორი მართვა/კონტროლი;
  • მენიუში არსებული კერძების სტანდარტიზაციის უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელობასთან ერთად მენიუს შექმნა/დახვეწა, დამუშავება;
  • სამზარეულოს სისუფთავის მუდმივი კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ევროპული სამზარეულოს მაღალ დონეზე ცოდნა;
  • გუნდის და დროის ეფექტურად მართვის გამოცდილება;

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზვნეთ მეილზე hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ორიგინალი ჯგუფმა“დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."