დელივერ ვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი ჩემო კარგო
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: სუპერვაიზერი
მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი –რესტორანი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ.
„ორიგინალი ჯგუფს“ გააჩნია საქმიანობის 16 წლიანი ისტორია, აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს, რომელიც თბილისის მაშტაბით წარმოდგენილია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ,ასევე ლუდის საწარმოს, ადგილზე მიტანის სერვისს, ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.
სწორედ „ჩემო კარგოს“ - გუნდში ვეძებთ თანაგუნდელს დელივერ ვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი
გრაფიკი: ცვლაში

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის;
  • შეკვეთების მიღება და გამზადებული შეკვეთის გადაცემა კურიერებისთვის.
  • რესტორნის ჯავშნების მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზვნეთ მეილზე hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ორიგინალი ჯგუფმა“დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."