სექციის ვაიზერი

ბათუმი სრული განაკვეთი IDEA
მივლინება: არა
გაყიდვები: სუპერვაიზერი
კომპანია შპს. “IDEA“-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების, წარმოებას და იმპორტს საქართველოში.
კომპანია შპს. “IDEA“-ს ჰიპერმარკეტის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სერემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა

შპს. “IDEA“- აცხადებს ვაკანსიას სექციის ვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციაზე;
  • მომხმარებლებს გაუწიოს კვალიფიციურიб ეფექტური და თავაზიანი მომსახურება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • შეამოწმოს და უზრუნველყოს ჰიპერმარკეტში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისობაში მოიყვანოს პროდუქციის ფასმაჩვენებელი მის პროგრამულ ფასთან მიმართებაში;
  • იზრუნოს ჰიპერმარკეტში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით მომსახურების განთავსებაზე. იყოს ორიენტირებული რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
  • გამოავლინოს მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი საქონელი. მოითხოვოს მომხმარებლების მიერ მოთხოვნადი პროდუქციის ჰიპერმარკეტისთვის დროული მომარაგება;
  • მიაწოდოს მომხმარებლებს ინფორმაცია მიმდინარე აქციების შესახებ;
  • უზრუნველყოს საქონლის დახლებზე განლაგება, განახლება და სისუფთავე;
  • ჩაატაროს გეგმიური და საჭიროების შემთხვევაში არაგეგმიური აღწერა და წარუდგინოს დამსაქმებელს;

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პრეზენტაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი.

შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაო გრაფიკი: სრული დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ მეილზე Vacancy@Bsmg.ge გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
CV-ს გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ რომ შპს. “IDEA“-მ 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.