ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის ასისტენტის პოზიციაზე
მისამართი: საბურთალო, ბედიას 33
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: 700 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ექიმის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
- პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
- პაციენტების კოორდინირება;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/ჯანდაცვის ფაკულტეტი)
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე newclinicvacancy@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ექოსკოპისტის ასისტენტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.