ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ტექნეტი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სერვისების მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს კონკურს ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს სპეციალისტზე პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაო და სალარო მოწყობილობების ტექნიკურად გამართვა;
  • სამუშაო და სალარო კომპიუტერის გაწერა საჭირო პროგრამებით;
  • სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი;
  • ქსელთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაცია/აღმოფხვრა;
  • ქსელური მოწყობილობების;
  • კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და დაზიანების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება/შესაბამისი დრაივერის მოძიება;
  • დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
  • მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება;
  • დაზიანებული მოწყობილობების გეგმიურად ჩანაცვლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საკუთარი ავტომობილი;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • კომპიუტერული მოწყობილობების საბაზისო ცოდნა (დედა პლატა, პროცესორი, მყარი დისკი, ოპერატიული მეხსიერება (RAM) ვიდეოკარტა);
  • თბილისის და შემოგარენის ქუჩების კარგად ცოდნა.

პროფესიული უნარები:
  • კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა;
  • ქსელური სადენების და აპარატურის მონტაჟი;
  • პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია.

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხარტი აზროვნება;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 (ხუთი) დღე 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 1 500 ლ


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!
გაგზავნე CV