მიღება-განთავსების დეპარტამენტის ზედამხედველი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” და “Wyn” რეზიდენსი, 100–ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი ,,River Rock Hotels and Resorts’’ აცხადებს ვაკანსიას   მიღება-განთავსების დეპარტამენტის ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: 
  • სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება; 
  • სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა;
  • ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა და მონიტორინგი;
  • სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად;
  • სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • ყოველდღიური აუდიტის წარმოება, საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით;
  • დეპარტამენტის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შემუშავებაში ჩართულობა;
  • მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომლების სწავლება და გადამზადება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; 
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; 
  • სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა; 
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან. 
 
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • აუცილებელია სასტუმროში მუშაობის გამოცდილება, ხოლო ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;  

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას და ტრანსპორტირებას ცვლების შესაბამისად;
  • დასვენებას დაბადების დღეზე;
  • კვირაში 2 დღე დასვენება;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2024 წლის 20 მაისამდე ელექტრონულ ფოსტაზე: megi.ananidze@riverrockhotels.com  სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!