საშუალო ლაბორანტი

თბილისი სრული განაკვეთი მეგალაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: ლაბორატორია/პათოლოგია
„მეგალაბი“ აცხადებს საშუალო ლაბორანტის ვაკანსიას ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის განყოფილებაში

“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში დამტკიცებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მიხედვით საანალიზო მასალის მიღება და დამუშავება;
  • ლაბორატორიული კვლევების დადგენილ ვადებში შესრულება;
  • ლაბორატორიული აპარატურის და მოწყობილობების შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით მოვლა/რეცხვა;
  • რეაქტივების შემოწმება და შემოწმების პროცესის დოკუმენტირება;
  • ლაბორატორიის აღჭურვილობის და ტექნიკის მდგომარების პერიოდული შემოწმება;
  • განყოფილების უფროსისთვის ან/და ლაბორატორიული მედიცინის უფროსი სპეციალისტისთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება ლაბორატორიაში წარმოშობილი პრობლემის თუ გადასაჭრელი საკითხების შესახებ;
  • სამედიცინო და არასამედიცინო სახარჯი მასალებზე ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
  • ლაბორატორიაში სანიტარულ–ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: სამედიცინო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (ბიოლოგია) /ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:
მისამართი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 23
გრაფიკი: 16 სთ-იანი მორიგეობა 3 დღეში ერთხელ (17:00 სთ-დან) ;
ანაზღაურება: 1 სთ 7.5 ლ (Gross)

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 მაისი, 2024 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.