საღამოს ცვლის საოპერაციო სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Indigo Cars
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.  
 
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას  საღამოს ცვლის საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. 
 
სამუშაო განაკვეთი:  
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 17:00 – 02:00 საათამდე 
  • ანაზღაურება: 1000 ლარიდან  1500 ლარამდე  გამოცდიელბისა და კვალიფიკაციის მიხედვით. 
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • კომპანიისთვის რელევანტური, ახალი პლატფორმების მოძიება, რეგისტრაცია და მენეჯმენტი;  
  • უკვე არსებული ანგარიშების მართვა; 
  • სამუშაო პროცესში წამოჭრილ პრობლემებზე დროული რეაგირება; 
  • პარტნიორ აუქციონებთან კომუნიკაცია ინფორმაციის მოპოვების და სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით; 
  • კომპანიის საკუთრებაში მყოფი ბაზების მონიტორინგი და მუშაობის გამართულობის კურირება; 
  • პარტნიორებთან კომუნიკაცია ზარების და იმეილის საშუალებით ინგლისურ ენაზე; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (B2-C2); 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint); 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი; 
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; 
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
 
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.  
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com.  Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. 
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. 
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. 
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.