შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კავკასიის ეკოსისტემა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
შპს კავკასიის ეკოსისტემა აცხადებს ვაკანსიას სპეციალისტი შესყიდვა,  ლოგისტიკა, საწყობის მართვა და სხვა უზრუნველყოფა

კერძო საინვესტიციო ჯგუფი, მისი შვილობილი კომპანიისა და პროექტისთვის დამწყებ სპეციალისტს (კანდიდატს) ეპატიჟება კარიერის ადრეული განვითარების ეტაპზე.

დამსაქმებელი: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი და მასში შემავალი შვილობილი კომპანიები.
 
პირობები და სხვა დეტალები: 
  • გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
  • ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით (წინასწარ არ არის განსაზღვრული)
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტითა და დაზღვევის პროგრამით. 

შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით

აღწერილობა და პასუხისმგებლობები: 
  • მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
  • მარაგებისა და შესყიდვების პროცესების წარმართვა;
  • სატრანსპორტო, ლოჯისტიკური საკითხების წარმართვა;
  • სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;
  • პირველადი და მკაცრი აღრიცხვის საბუთების მოგროვება და კონტროლი;
  • სხვა ზოგად-ადმინისტრაციული საკითხების წარმართვა;
  • ბუღალტერიისთვის საჭირო დოკუმენტაციების და რეპორტების წარმოება;
  • კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მოვლა-პატრონობა;
  • იმპორტისა და განბაჟების კოტროლი;
  • საწყობში მარაგების და მათი განთავსების აღრიცხვა და კონტროლი;
  • მონაცემების, კატეგორიებისა და რაოდენობების ექსელში ანალიზი და კონტროლი;
  • ნიშური და სპეციფიკური პროდუქტების ტექნიკური და კომერციული დოკუმენტაციის დონეზე გამოკვლევა, გამოძიება, ანალი და შედარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • რელევანტური განათლება;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის საბაზისო ცოდნა; 
  • სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა იმ სასურველ დონეზე, რომ შეძლოს ზეპირი და წერილობითი კორესპონდენცია, B1-B2 დონე.

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს  ძალაუნებურად წარმოშობილ  კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
  • კანდიდატი სასურველია, იმედითა და ინტერესით უყურებდეს ცხოვრებას, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა. 
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და  ისწავლოს დღითი დღე. 
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
  • აუცილებალია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ინიციატივა, გააჩნდეს დროის განცდის უნარი და  ჰქონდეს სურვილი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში;
  • მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული. არ დაიზაროს დეტალებში ჩაძიება და რუტინასთან გამკლავება. 

დაინტერესების შემთხვევაში, CV ან რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „შესყიდვის, უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება).