შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Women’Secret / Cortefiel / Pedro Del Hierro
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
ესპანური ბრენდების: Women’secret, Cortefiel და  Pedro del Hierro ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია “ემქეიემ რითეილ გრუპი“  აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
  • ანაზღაურება 2000 ლარიდან, რომელიც განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ვალდებულებები და სამუშაო აღწერილობა:
  • გაყიდვების ანალიტიკა ბრენდების მიხედვით
  • განბაჟების პროცედურების კოორდინირება და მონიტორინგი
  • სათაო ოფისისა და ბრენდისთვის რეპორტების მომზადება
  • შესყიდვების პროგრამულად ასახვა
  • მაღაზებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება 
  • მაღაზიების სასაქონლო მარაგების აღწერა/მონიტორინგი
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია
  • კონკურენტების კვლევა  

უნარჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • თვით-ორგანიზებულობა
  • დროის მენეჯმენტის უნარი
  • მიზნების დასახვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მიზნებზე ორიენტირებული

გამოცდილება:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების  სფეროში 

განათლება:
  • ბაკალავრის ხარისხი სავალდებულოა
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სასაუბრო, ბიზნეს კომუნიკაციის და მიმოწერის დონეზე
  • კომპიუტერული უნარჩვევები მაღალ დონეზე ცოდნა 

დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@mkm.ge და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!