შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი AWARD
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 3125
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
შპს ,,AWARD’’ აცხადებს  შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.  

პოზიციის დასახელება:შესყიდვების მენეჯერი
ორგანიზაცია:  შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი:თბილისი
სამუშაოს ტიპი:სრული განაკვეთი
ხელფასი:საწყისი ხელფასი  2500 ლარი (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ 3125 ლარი (დარიცხული)
(გამოსაცდელი ვადა 6 თვე) 

მოვალეობები:
  • ბაზრის მუდმივი კვლევა, მომწოდებელთა მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, მომწოდებელთა ბაზების შექმნა და მართვა;
  • შესყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
  • შესასყიდი მასალის კომპანიისათვის მისაღები ხარისხისა და ფასის შეთანხმების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან;
  • იმპორტული მასალების ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, სერტიფიკატების და ა.შ შეგროვება;
  • მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • მასალების შესყიდვის მოთხოვნიდან, ამ მასალების საწყობში მიწოდებამდე პროცესისა და ვადების კონტროლი;
  • მასალის საწყობში მიწოდების შემდგომ, შეძენილი მასალის შესახებ კომპანიის ფინანსური სამსახურის ინფორმირება; 
  • შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე შესყიდვების განხორციელება, თითოეული შესყიდვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და კომპანიის ფინანსური დეპარტამენტისთვის დროული მიწოდება;
  • კომპანიის მიმდინარე პროექტების მოთხოვნის  შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, საჭირო მასალების მოძიება და ამ მასალების ობიექტისთვის დროულად მიწოდების პროცესის მართვა;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:               
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით  MS Excel-ის  მაღალ დონეზე ფლობა;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, ხოლო სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი  CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 02/05/2024.
გისურვებთ წარმატებას!