საერთაშორსიო შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ელემენტ ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს. 
მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა. 
„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.elementholding.ge 

ელემენტ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორსიო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება:  საერთაშორსიო შესყიდვების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • ბაზრის ანალიზი, ფასებს მოკვლევა;
  • მასალების ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და უშუალო უფროსისთვის წარდგენა;
  • პოტენციური მომწოდებლების მოძიება (როგორც ადგილობრივი/ასევე უცხოელი) და არსებული ბაზების მუდმივი განახლება;
  • უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • ჰოლდინგის შესყიდვების მიმართულებით განვითარების გეგმისა და ინიციატივების წარდგენა უშუალო უფროსისთვის;
  • შესყიდვების გეგმის მომზადება;
  • სატენდერო პროცესის დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
  • ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სამშენებლო პროექტების მიმდინარეობის დროს შესყიდვების გეგმის მონოტორინგი და უკვე დამტკიცებული გეგმასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • უშუალო უფროსის დამხარება პროექტების მიმდინარეობისას შესყიდვების განხორციელების გეგმის მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების წარმოებაში;
  • პერიოდულად მონაწილეობის მიღება ინვენტარიზაციის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია სამშენებლო სექტორში მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება 
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • სავალდებულოა ინგლისურისა ან/და  რუსული ენის ცოდნა;
  • ნებისმიერი საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინიციატურობა;
  • ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო პირობები:
სამუშაო  განაკვეთი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 19:00-მდე (დღეში  1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის 01 მაისი ჩათვლით .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!